დღევანდელი სკოლის უმთავრესი მიზანი მოსწავლეების სამომავლო ცხოვრებისთვის მომზადება და მათთვის საჭირო უნარჩვევების მიცემაა. ტექნოლოგიურ ეპოქაში ამ მიზნის მისაღწევად ახალი მეთოდები ინერგება. ახალი სკოლის მოდელი სულ მალე რეალობაში განხორციელდება. ტექნოლოგიებმა ადამიანის ცხოვრების ყველა სფერო დაიპყრო და გამონაკლისი არც განათლებაა. გაჯეტების, რობოტებისა და სხვადასხვა ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება საგანმანათლებლო პროცესში უკვე დაწყებულია. არსებობს ჩამოყალიბებული, თუმცა ჯერ კიდევ დამუშავების პროცესში მყოფი სტრატეგიები, რომლებიც ტრადიციული განათლების სისტემას ჩაანაცვლებს. ტექნოლოგიური რევოლუცია განათლების სისტემაში ყველაფერს შეცვლის და სწავლის პროცესს უფრო ეფექტურს, სახალისოსა და რაც მთავარია, სასურველს გახდის.
ბლოგის მიზანია გაგიზიაროთ პროექტის -
"ციფრული სკოლა -საქართველო"-
ფარგლებში მიღებული გამოცდილება და გიამბოთ ჩვენს სკოლაში განხორციელებული ინოვაციების შესახებ.
No comments:
Post a Comment