სკოლის შესახებ



 მცხეთაში სწავლა-განათლების საქმეს დიდი ხნის ისტორია აქვს. ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძართან არსებბდა დიდი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ხდებოდა ძველი ხელნაწერების აღდგენა-გადაწერააქვე არსებობდა უდიდესი ბიბლიოთეკა, სადაც ინახებოდა  ათასობით წიგნი და რომელიც მტერთა შემოსევების შედეგად განადგურებულია.ამ ბიბლიოთეკიდან გადარჩენილა მხოლოდ 53 ხელნაწერი, მათ შორის ქართლის ცხოვრების მცხეთური ვარიანტი დღეს ისინი ხელნაწერთა ინსტიტუტშია დაცული .
გაზეთ ,,ივერიის’’პუბლიკაციები საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ, თუ როგორ იდგა სწავლა-განათლების საქმე ჩვენს ქალაქში გასული საუკუნის მიწურულს. ამ დროს მცხეთაში არსებულა სამრევლო სასწავლებელი, სადაც გაკვეთილებს ახალგაზრდა მღვდელი ატარებდა.1895 წლის 21 აპრილის ნომერში დაბეჭდილ ფორმაციაში ვკითხულობთ: „ჩვენი სასწავლებლის საქმე ძალიან კარგად მიდისმაგრამ მაინც მტრები ბევრი ჰყავს. სხვათა შორის დგილობრივი მცხოვრები -კო ხიზი შეჩენია სოფელს (იგულისხმება მცხეთა) და ურჩევს, ,,სკოლა დავკეტოთო!“ საკვირველია ღმერთმანიასეთი თავხედობანეტა რა ეხარჯებათ მცხეთელებს ჯამაგირის მეტი (300 მანეთი). დანარჩენი სულ მუქთააშენობა საეკლესიოასამოსწავლო ნივთებიც მუქთად გვეძლევა, მაგრამ ბოროტებას ვინ ალაგმავს?..მასწავლებელს 300 მანეთი ჰქონია მაშინროცა ერთი პურის ფასი შაური ყოფილა.
ამ პერიოდში მცხეთაში ორი სასწავლებელი მოქმედებდაერთი დედათა მონასტერთან-ქალებისათვის და მეორე - ქალ-ვაჟთათვისსწავლა 1 სექტემბერს იწყებოდა I-IVკლასებში. სასწავლებელს მართავდა საბჭოშესასვლელად საჭირო იყო დაბადებისა და ჯანმრთელობის მოწმობები. სასწავლებელში ხდებოდა შემდეგი საგნების ათვისება: ქართული, რუსული, არითმეტიკა, გეოგრაფია, გალობა და ხელსაქმე. სურვილის შემთხვევაში - ფრანგულრომლის ღირებულებასაც მოსწავლე დამატებით იხდიდა. საერთო გადასახადი სრული პანსიონისათვის წელიწადში 120 მანეთი იყო .
განათლების საქმეს მცხეთაში ემსახურებოდა წიგნთსაცავი ანუ ბიბლიოთეკარომელიც 1889 წელს გახსნილა. ამ საქმეს გულისხმიერად უძღვებოდა კნეინა ციციშვილი. მცხეთელებს ძალიან ყვარებიათ წიგნთსაცავში შესვლა და ქალბატონი ციციშვილიც მათი დიდი სიყვარულით სარგრბლობდა თურმე.
სწავლა-განათლების ასეთი სურათი გამოიკვეთაივერიის‘’ მასალების მიხედვით XIX საუკუნის მიწურულს მცხეთაშიქალბატონი შურა ზურაბიშვილის  გადმოცემით დღევანდელი მუსიკალური სკოლის შენობაში 1901-1921 წლებში გახსნილი ყოფილა დაწყებითი 4 კლასიანი სასწავლებელი,რომელიც საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს მეორედ დაპყრობის შემდეგ გადაკეთებულა შვიდწლედად.1934 წლიდან კი მცხეთაში შვიდწლედის პარალელურად იხსნება პედაგოგიური სასწავლებელირომელიც 1942 წელს გაუქმებულა.
დგება 1939 წელიმცხეთაში იბადება საშუალო სკოლა,რომელიც დღიდან დაარსების მცხეთელთა საგანმანათლებლო კერას წარმოადგენსიგი თავის მისიას კვლავ განაგრძობსდღეს უკვე  სსიპ ქალაქ მცხეთის N1 საჯარო  სკოლად წოდებული.
1939 წელს მცხეთაში დაარსდა საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლათუმცა ერთიანი შენობა არ არსებობდადაწყებითი I-IV კლასებში სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა დღევანდელ სამუსიკო სკოლაშიხოლო V-XI კლასები და ადმინისტრაცია მოთავსებული ყოფილა სტამბის შენობაშიდირექტორად დაინიშნა ვლადიმერ პაპიაშვილი (სპეციალობით ფიზიკოსი), რომელიც ომის დაწყებისთანავე სამხედრო სამსახურში გაიწვიესსკოლის დირექტორი კი გახდა ქალბატონი ოლია ყანჩაველი (1941-1945..)
დიდი სამამულო ომის წლებში დაწყებითი კლასები დროებით გადადის სვეტიცხოვლის ტაძრის ტერიტორიაზე მდებარე ანტონ კათალიკოსის რეზიდენციაში.სულ მალე იქ სამხედრო შტაბი იდებს ბინას ,ხოლო სკოლა შენობის გარეშე რჩება.
მცხეთის რაიონის განათლების განყოფილება იძულებული გახდა ექირავა რამდენიმე ოთახი-ბატონ მიხეილ თათარაშვილისა და ქალბატონ ზინა იმერლიშვილის ოჯახებში და იქ მოეთავსებინა ღია ცის ქვეშ დარჩენილი მოსწავლეები.ომის წლებში და შემდეგაცმცხეთის საშუალო სკოლაში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდნენ ქალბატონებიბაბულია ალავიძე, ელენე ხამხაძე, ნინო შარაშიძე, ამალია ხატისოვი, მარიამ მუხადგვერდელი, თამარ სახვაძე, ნადია გარსევანიშვილი, თამარ ტოგონიძე, ოლია მაჩხანელი, ალექსანდრა (შურა) ზურაბიშვილი, ელენე წულუკიძე და ბატონები:პავლე ჩქარეულიბუჭუ რევია და სხვანი.
დაახლოებით 1944-1947 წლებში დაწყებითი კლასები ფუნქციონირებდა სამთავროს დედათა მონასტრის ტერიტორიაზე. ამავე პერიოდში იწყება დღევანდელი ჩვენი სკოლის შენება, რომელსაც დაქირავებული გერმანელი ტყვეები აგებდნენეს ძველი კორპუსი დღესაც ფუნქციონირებსმშენებლობა დამთავრდა 1947 წელს და ამავე წლის პირველ სექტემბერს პირველი ზარიც დაირეკა.
იყო თუ არა ეს დღე განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი?
სამწუხაროდ, არა! 1947 წლის პირველი სექტემბერი არაფრით გამოირჩეოდაალბათ, იმიტომ, რომ ომი ახალი დამთავრებული იყო და ხალხს ნაკლებად ეზეიმებოდა.
ამ დროს სკოლას ხელმძრვანელობდა მცხეთელი ქალბატონი მარიამ ლაშხაური-სპეციალობით ფილოლოგი. სასწავლო ნაწილის გამგე კი გახლდათ ნინო ხუციშვილისპეციალობით ისტორიკოსიიგი საკმაოდ დიდი ხანი ასრულებდა ამ მოვალეობასმარი ლაშხაური-ენერგიულისაქმის მცოდნე, კარგი ორგანიზატორი ყოფილა.
ჩვენს მკითხველებს ალბათ აინტერესებთროგორ იცვამდა 40-70-იანი წლების მოსწავლე-ახალგაზრდობა?
არსებობდა სტანდარტულიყველასათვის ერთნაირი მოსწავლის ფორმა-გოგონებისთვის ყავისფერი კაბები თეთრი საყელოთი და შავი წინსაფრებით, ხოლო ვაჟებისთვის-ნაცრისფერი შარვლები და თეთრი პერანგები.
სკოლაში საკმაოდ მკაცრი დისციპლინა და რეჟიმი ყოფილამისი შინაგანაწესი უნდა შეესრულებინა ყველას-მასწავლებელსაც და მოსწავლესაცსასტიკად იკრძალებოდა დაგვიანება და გაცდენამიუხედავად იმისა,რომ წიგნებისა და სასწავლო ნივთების შეძენა უჭირდათ ბავშვებსმოსწრება მაინც მაღალი იყო.
1950 წლიდან სკოლას ახალი დირექტორი ჰყავს-ბატონი კოტე(კოტიაჩიხლაძესპეციალობით ქიმიკოსიმისი ხელმძღვანელობის პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა მოსწავლეთა  შრომით  საქმიანობასმათ დაამუშავეს სკოლის შემოგარენში მდებარე მიწის ნაკვეთიხოლო მოსავლის რეალიზაციით აღებული თანხით შეიძინეს ფორტეპიანო ,,საქართველოდა მსუბუქი ავტომანქანა.
დიდი ყურადრება ეთმობა სპორტსა და თვითშემოქმედებას.თითოეული მცხეთელი ვაჟის სახელთან ასოცირდება კარგი ნიჩბოსანისკოლას ჰყავდა შესანიშნავი მომღერალთა გუნდიმგალობლები, ქართული ცეკვის ანსამბლი.
ამ პერიოდიდან ენიჭებათ წარჩინებულ მოსწავლეებს ოქროს ან ვერცხლის მედალიმედალოსანი კურსდამთავრებული უგამოცდოდ ირიცხებოდა უმაღლეს სასწავლებელში.1952 წლიდან სკოლის დირექტორია ალექსანდრე ბარისაშვილი (გეოგრაფი), 1858 წლიდან-კოტე ქოქოსაძე(ისტორიკოსი), შემდეგ კი ენრიკო ხარაბაძე (მათემატიკოსი). ამ დროს სკოლა ჩვეულებრივი საბჭოური წესებით ცხოვრობს.
მცხეთის პირველი საშუალო სკოლა დაარსდა კომუნისტური პარტიის ჰეგემონიის პერიოდშიიგი საბჭოური სასწავლებლის მოდელის ჩარჩოებში იყო მოქცეული.
დღევანდელ  პირველსკოლელებს, ალბათ,დააინტერესებთ,როგორ ხდებოდა
მოსწავლე პიონერული ან კომკავშირული მანდატის მფლობელი ?
განაწევრიანება ნებაყოფლობითი იყო თუ რა?კითხვა-კითხვაზე იბადება.....
13-14 წლის მოსწავლეს(ოროსნის  გამოკლებით),მისი სურვილის გაუთვალისწინებლად იღებდნენ კომკავშირშიპირველ ეტაპზე მოსწავლის წინასწარი მომზადება ხდებოდა .(იგულისხმება ლენინური იდეოლოგიის გაცნობა). შემდეგ სათანადო დოკუმენტაციას წარადგენდნენ ალკკ- რაიკომში და გაერთიანებული ბიუროს სხდომაზე  მანდატსა და სამკერდე ნიშანს (პროლეტარიატის ბელადის გამოსახულებით) გადასცემდნენ  მოწაფეს. ეს იმის დასტური იყო, რომ მათ რიგებს კიდევ ერთი კომკავშირელი შეემატა.
ახალგაზრდა ლენინური კომუნისტური კავშირი (შემოკლებით ალკკ), თითოეული სკოლის  მოსწავლეს  თავის  ვალდებულებებს  აკისრებდაყოველთვიურად უნდა გადაეხადათ საწევრო, უნდა ეცხოვრათ ლენინური პრინციპებით .......
სკოლის ალკკ მდივანი, რომელიც ირჩეოდა ერთი წლის ვადით და აუცილებლად უნდა ყოფილიყო კარგოსანი ან ფრიადოსანი მოსწავლეხელმძღვანელობდა კომკავშირულ საქმიანობასამის პარალელურად  მოსწავლეთა კომიტეტიც მუშაობდა.
ამ დროს სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა კლასებში პოლიტინფორმაციის მიწოდებასრომელიც ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავდა . სავალდებულო იყო ლენინური ნორმატივების ჩათვლაც.
10-14 წლის ბავშვებსაცმათი სურვილის მიუხედავად, ლენინურ იდეოლოგიას ახვევდნენ თავზეყველა წითელყელსახვევიანი-პიონერი იყომათ საქმიანობას წარმართავდა პონერხელმძღვანელი (უფროსიც და უმცროსიც). სასკოლო რაზმების შენაერთს-რაზმეული ერქვა. კლასებში კი არჩეულნი იყვნენ რაზმის საბჭოს თავჯდომარეებიპერიოდულად ეწყობოდა პიონერული ხაზისადაც ხდებოდა პატაკის ჩაბარებაამ პერიოდის სკოლა აქტიური შრომითი საქმიანობით ცხოვრობდა.
ყოველ  შემოდგომაზე  პირველსკოლელები  ეხმარებოდნენ  მცხეთელ  მევენახეებს ყურძნის მოსავლის აღებაში(ერთ წელიწადს,ყურძნის  სეზონზე გამოყოფილი პრემიით  შეიძინეს სასულე ორკესტრის ინსტრუმენტები).
ბავშვები ზრდიდნენ აბრეშუმის ჭიას, აგროვებდნენ და აბარებდნენ ჯართსა თუ მაკულატურას.სკოლას ჰყავდა სასულე ორკესტრი. (ხელ-ლიბატონი გოგი ალიბეგაშვილიმრავალი ოლიმპიადის ლაურეატი),სწორედ მათი აკომპანიმენტით სრულდებოდა ყოველ დილას გამამხნევებელი ვარჯიშებისამეჯლისო ცეკვების ანსამბლი (ხელ-ლი:ქორეოგრაფი გიორგი პოღოსოვი);ქართული ცეკვების ანსამბლი,რომელიც მოწვეული იყო ტუაპსეშიფუნქციონირებდა  მხარეთმცოდნეობის  მუზეუმირომელიც  მოაწყო -მა თამარ ხუბეროვმა.
სკოლაში  გამკაცრებული იყო დისციპლინა. ყოველდღიურად  ეწყობოდა  მასწავლებელთა რეიდები ქუჩებში,ახალგაზრდების თავშეყრის  ადგილებშიკინოთეტრ  ,,კარიბჭეში“ 8-საათიან სეანსზე ბავშვების დასწრება არ შეიძლებოდასაეკლესიო დღესასწაულის დროს  მოსწავლეების ტაძარში შესვლა  დანაშაულის ტოლფასი იყო.
ყოველი მოსწავლე სხვადასხვა პერიოდში ოქტომბრელიც იყო, პიონერიც და კომკავშირელიცთუ ახალგაზრდაგარკვეული მოსაზრებითკომკავშირში გაერთიანებაზე უარს განაცხადებდარაც ძალიან იშვიათად ხდებოდა,ისე უყურებდნენ როგორც მტერს, მავნებელს  და სათანადოდაც  სჯიდნენ.
   გაგაცანით სკოლის იდეოლოგიური ცხოვრება  საბჭოთა ეპოქაში.
   ესეც ისტორიაა..



No comments:

Post a Comment

ციფრული ინოვაცია

ციფრული ინოვაცია-პოსტერი

პოსტერი